ახალი ამბები

"ბათუმური საღამოების" პროგრამით

12 თებერვალი 2014 წელი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 12 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ტარდება მუსიკალური ფესტივალი "ბათუმური საღამოები". 12 თებერვალს გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტის ნინელი გოგიტიძის ფილმის "ბათუმური შემოდგომა" პრეზენტაცია. 15 თებერვალს დაგეგმილია ნ. გოგიტიძის კიდევ ერთი ფილმის "პორტრეტი" ჩვენება, რომელიც იური ხაბაზს ეძღვნება, ხოლო 23 თებერვალს გაიმართება ფილმის "ენვერ ხაბაძე - ცეკვის ჯადოქარი" პრეზენტაცია.
სრულად

კონკურსი სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე

11 თებერვალი 2014 წელი

Global Ugrad
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) აცხადებს შესარჩევ კონკურსს გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე 2014-2015 აკადემიური წლისთვის (Global Undergraduate Exchange Program in Eurasia and Central Asia). ანკეტების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი.
სრულად

წარმატებული სტუდენტები

11 თებერვალი 2014 წელი

ხათუნა დონდუა (მეცო–სოპრანო) - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სოლო სიმღერის სპეციალობის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია, პარალელურად, საოპერო სტუდიის სოლისტი და საგუნდო კაპელის მომღერალია.

მარიამ ძნელაძე (ლირიკულ–კოლორატურული სოპრანო) ამავე ფაკულტეტის სოლო სიმღერის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტია, პარალელურად, ახალგაზრდულ მუსიკალური თეატრისა და ასევე კვარტეტ "4 YOU"-ს სოლისტია.
სრულად

კურსდამთავრებულთა წარმატება

10 თებერვალი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას. სამსახიობო სპეციალობის კურსდამთავრებული თამუნა ჭუბაბრია ფოთის სახელმწიფო თეატრში მიიწვიეს. ამავე თეატრის დასში ჩაირიცხნენ ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტები გიორგი ჯანყარაშვილი და შოთა სასანია.
სრულად

გარდაიცვალა ლევან ღლონტი

7 თებერვალი 2014 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ბათუმის საპატიო მოქალაქე ლევან ღლონტი და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031