ახალი ამბები
კინოჩვენება
5 იანვარი 2014 წელი
კინოკლუბში გაიმართა ჩვენება იოს სტეილინგის ფილმისა "არც მატარებლები, არც თვითმფრინავები" (NO TRAINS NO PLANES) დრამა (1999). მთავარ როლებში; დირკ ვან დეიკი, კეეს პრინსი, პირ მასკინი, კატა სჰურმანი, პეტრა სედა, ლენი ბრედერველდი.
სრულად
გილოცავთ ახალ წელს
31 დეკემბერი 2013 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორატი სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ულოცავს დამდეგ 2014 წელს. უსურვებს სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობასა და პედაგოგიურ მოღვაწეობაში.
სრულად
გაიმართა კინოჩვენება
29 დეკემბერი 2013 წელი
კინოკლუბში გაიმართა ჩვენება მიხაილ ჰანეკეს ფილმისა „სიყვარული“(2012 წ.), რომლის პრემიერა შედგა კანის 65-ე კინოფესტივალზე და ფილმმა „ოქროს პალმის რტოს“ მთავარი პრიზი მოიპოვა.
სრულად
წინასაახალწლო კონცერტი
28 დეკემბერი 2013 წელი
გაიმართა წინასაახალწლო კონცერტი. შესრულდა არიები მოცარტის, პუჩინის, დონიცეტის და ვერდის ნაწარმოებებიდან. მონაწილეობდნენ მუსიკის ფაკულტეტის აკადემიური სიმღერის მიმართულების სტუდენტები; გუნდი, ქორმაისტერი ლ. დოლიძე; სოლისტები ე. გორგილაძე, მ. გასპარიანი, ე. დილოიანი; კონცერტმაისტერები: რ. კვახაძე, ნ. ნიშნიანიძე, ე. სოსელია, ლ. ლურსმანაშვილი; პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი მამუკა ალაფიშვილი, საოპერო მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ ცერიაშვილი. კონცერტში მონაწილეობდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ზ. ანჯაფარიძის საოპერო სტუდიის სოლისტი, ევროპაში მოღვაწე ტენორი, ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ირაკლი კახიძე.
სრულად
გიწვევთ კინოჩვენებაზე
26 დეკემბერი 2013 წელი
2013 წლის 29 დეკემბერს, კვირას, 12-00 საათზე კინოკლუბში გაიმართება კინოჩვენება. აუდიტორია 67. ადგილების რაიდენობა შეზღუდულია.
სრულად