ახალი ამბები
გაიმართა კინოჩვენება
2 მარტი 2014 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის კინოკლუბში გაიმართა კინოჩვენება მოკლმეტრაჟიანი ფილმებისა: "უნამუსო" (რეჟისორი გიორგი ხარებავა), "სტაფილოს წვნიანი" (რეჟისორი სალომე საღარაძე), "მოსაცდელი დარბაზი" (რეჟისორი იოს სტელინგი), "FELICITA" (რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი).
სრულად
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება
28 თებერვალი 2014 წელი
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე საჯარო დისკუსია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სრულად
გაიმართა კინოჩვენება
24 თებერვალი 2014 წელი
კინოკლუბში გაიმართა ნანი მორეტის ფილმის "ჩვენ გვყავს პაპი" ჩვენება. მოწვეული იყვნენ ბათუმის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. მათ დაურიგდათ ხელოვნების უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის მისაღები გამოცდებისთვის დაბეჭდილი ბუკლეტები, ნაჩვენები იყო ვიდეოკლიპი, რითაც საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ თუ რა სპეციალობებზე იქნება მიღება ახალი სასწავლო წლიდან.
სრულად
კინოკლუბში კინოჩვენება განახლდება 23 თებერვლიდან
21 თებერვალი 2014 წელი
კინოკლუბში კინოჩვენება გაიმართება 2014 წლის 23 თებერვალს 15-00 საათზე. აუდიტორია 51.
სრულად
კოპოლას დისტანციური მასტერკლასი სან-ფრანცისკოდან
13 თებერვალი 2014 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში პირველად შედგა დისტანციური მასტერკლასი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, კერძოდ ბათუმისა და სან-ფრანცისკოს სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს შორის, რომელსაც ჩაატარებენ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი, რეჟისორი ზაზა ხალვაში და ჰოლივუდელი პროდიუსერი და რეჟისორი ქრისტოფერ კოპოლა. ის ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში იმყოფებიდა ბათუმში და ჩვენი სტუდენტების მიერ გადაღებულ ფილმში მონაწილეობდა. სწორედ მაშინ დაიგეგმა დისტანციური მასტერკლასების ჩატარება. (ტექსტი იხ. სრულად)
სრულად