ახალი ამბები
სადოქტორო დისერტაციის დაცვა
11 მარტი 2014 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს კიდევ ერთი დოქტორი შეემატა. ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის უფროსმა მასწავლებელმა თეიმურაზ კეჟერაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ფრიდრიხ შილერის პიესების ინტერპრეტაციები ქართულ თეატრში“. სპეციალიზირებული საბჭოს გადაწყვეტილებით დისერტანტს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის აკადემიური დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ხელოვნების უნივერსიტეტი ულოცავს თ. კეჟერაძეს დისერტაციის დაცვას და უსურვებს წარმატებებს.
სრულად
გაიმართა კინოჩვენება
9 მარტი 2014 წელი
კინოკლუბში გაიმართა მექსიკელი რეჟისორის ალეჰანდრო გონსალეს ილიარიტუს ფილმის "ბაბილონი" (Babel)(2006 წ.) ჩვენება. მთავარ როლებში ბრედ პიტი და ქეიტ ბლანშეტი.
სრულად
"მეოცე საუკუნის მუსიკა"
7 მარტი 2014 წელი
მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი "მეოცე საუკუნის მუსიკა". პედაგოგი ნუნუ ჭელიძე, ფერწერული ინსტალაცია - ქეთევან გოგოლაძე. მონაწილეობდნენ მარი მახარაძე, სოსო პაპიძე, ხატია მეყანწიშვილი, გიორგი თებიძე, მარიამ ფირცხალაიშვილი, იმედა იაკოვენკო. შესრულდა ფრანსის პულენკის, არტურ ონეგერის და ნოდარ გაბუნიას ნაწარმოებები.
სრულად
გიორგი მარგველაშვილის მასტერ-კლასი
4 მარტი 2014 წელი
საქართველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაატარა მასტერ-კლასი ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო და სარეჟისორო სპეციალობის მაგისტრანტებთან რეჟისურის ოსტატობაში.
სრულად
გილოცავთ
3 მარტი 2014 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორატი ყველა ქალბატონს ულოცავს 3 მარტს - დედის დღესა და 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს. უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და წარმატებებს პედაგოგიურ, სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობაში.
სრულად