ახალი ამბები
შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან
13 აგვისტო 2014 წელი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის ე. მესხიასა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გ. ბერიძის შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ბატონ მ. გიორგაძესთან. უნივერსიტეტის რექტორმა მინისტრს გააცნო სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნივერსიტეტის დაფინანასებასთან დაკავშირებული პრობლემები. ბატონმა მ. გიორგაძემ გამოხატა მზადყოფნა დასმული პრობლემის გადასაწყვეტად და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აღუთქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები ექნებოდა შესაბამის ხელმძღვანელ პირებთან.
სრულად
ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს
18 ივლისი 2014 წელი
ქ. ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის ე. მესხიასა და ზუგდიდის უნივერსიტეტის რექტორის თ. ხუფენიას შორის. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და შემოქმედებითი პროექტების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება.
სრულად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროსთან
16 ივლისი 2014 წელი
კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის. (იხ. ტექსტი სრულად)
სრულად
სოციალური საცხოვრისები დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის - პროექტები სტუდენტებმა მოამზადეს
15 ივლისი 2014 წელი
სოციალური საცხოვრისები დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის - ამ თემაზე სამშენებლო პროექტები სტუდენტებმა მოამზადეს. ილიას, ტექნიკური და შვეიცარიის ბერნის უნივერისტეტების სტუდენტებმა სადიპლომო და საკურსო ნამუშევრები სწორედ სოციალური საცხოვრისის თემაზე შექმნეს.
სრულად
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ხელოვნების უნივრსიტეტში
5 ივლისი 2014 წელი
ეროვნული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების ძირითადი ტენდენციები - ამ საკითხებზე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეები ხელოვნების უნივერსიტეტში მსჯელობდნენ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ფესტივალ "კავკასია 2014"-ის წევრები. შეხვედრაზე მოეწყო 2013-2014 წლებში ქართული საცეკვაო ხელოვნების ისტორიის შესახებ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. კონფერენცია ფესტივალ "კავკასია-2014"-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს მაშტაბით ტარდება და მასში, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისა და რუსეთისა ხალხური შემოქმედებითი ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ. ბათუმი ფესტივალს 9 ივლისს უმასპინძლებს.
სრულად