ახალი ამბები

ვახტანგ (ბესო) ბესელია 70

30 სექტემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის ემერიტუსის ბესო (ვახტანგ) ბესელიას დაბადების 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიმართა აჭარის ხელოვნების მუზეუმში. უნივერსიტეტის რექტორატის გადაწყვეტილებით ბ. ბესელია დაჯილდოვდა საპატიო სიგელითა და ფულადი პრემიით. ხელოვნების უნივერსიტეტი ულოცავს ღვაწლმოსილ პედაგოგს საიუბილეო თარიღს და უსურვებს ხანგრძლივ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და შემოქმედებით წარმატებებს.
სრულად

ხელოვნების უნივერსიტეტში მასტერკლასი გაიმართა

27 სექტემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ნინო ჩუტკერაშვილის მასტერკლასი გაიმართა, თემაზე- დოკუმენტური კინოს პროდიუსინგი. ნინო ჩუტკერაშვილი აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „სომალის ტყვეები“ პროდიუსერია. დოკუმენტური ფილმის "სომალის ტყვეები" გადაღებები აჭარის რეგიონში 17 სექტემბერს დაიწყო და 8 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
სრულად

შვეიცარიელი და უკრაინელი ხელოვანების მასტერ კლასი ხელოვნების უნივერსიტეტში

19 სექტემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში შვეიცარიელი და უკრაინელი ხელოვანების მასტერ კლასი გაიმართა. მასტერ კლასი მერიის მუნიციპალური პროექტის „ბათუმელ ხელოვანთა ხელშეწყობის" ფარგლებში გაიმართა. შვეიცარიელი და უკრაინელი მხატვრების ლექციებს უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების მიმართულების სტუდენტები და მერიის პროექტში მონაწილე მხატვრები დაესწრნენ. ქართველ ხელოვანებსა და სტუდენტებს უცხოელმა კოლეგებმა მხატვრობის ექსპერიმენტული ტექნიკის შესახებ ერთდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს.
სრულად

თურქეთის გენერალური კონსულის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში

17 სექტემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი მეუღლესთან ერთად ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ხელოვნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლით პროგრამებსაც. სტუმრებმა ხელოვნების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, სასწავლო აუდიტორიები და შემოქმედებითი სახელოსნოები დაათვალიერეს.
სრულად

ხელოვნების უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერი 2014 წელი

15 სექტემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გაიმართა ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. (პროგრამა)
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031