ახალი ამბები
რექტორის არჩევნები
13 იანვარი 2015 წელი
გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელმაც ფარული კენჭისყრით, მეორე ვადით უნივერსიტეტის რექტორად აირჩია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ერმილე მესხია.
სრულად
მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზოცია
13 იანვარი 2015 წელი
სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორმა თამილა მეიშვილმა ჩაატარა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია "რა გითხრათ? რით გაგახაროთ?" სამსახიობო სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტებმა წაიკითხეს ილია ჭავჭვაძის პუბლიცისტიკა და ქართველი პოეტების ლექსები.
სრულად
გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს!
სრულად
ხელოვნების უნივერსიტეტის ემერიტუსები
29 დეკემბერი 2014 წელი
29 დეკემბერს გაიმართა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც ხელოვნების უნივერსიტეტის 5 ემერიტუსს: მუსიკის ფაკულტეტის პროფესორებს ქეთევან გოგოლაძეს, ირა ხერჟს, მურმან მახარაძეს, სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებს ვახტანგ(ბესო)ბესელიას და ოთარ დარჩიას გადაეცათ ემერიტუსის დიპლომები. გაიმართა კონცერტი პროფესორ-ემერიტუსთა სტუდენტების მონაწილეობით.
სრულად
ვასილ კიკნაძე - 85
24 დეკემბერი 2014 წელი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ ვასილ კიკნაძეს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებულები ულოცავენ ბატონ ვასოს საიუბილეო თარიღს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებენ. ბატონი ვასო წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ხელოვნების უნივერსიტეტში.
სრულად