ახალი ამბები

ლატვიის საზაფხულო სკოლები

ლატვიის საზაფხულო სკოლები აცხდებს სტიპენდიებს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები
სრულად

სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია

18 თებერვალი 2015 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები წარუდგინეს.

კულტურის სფეროს მიმართულებით გამოცხადებულია სამი კონკურსი:კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის, თავისუფალი პროექტების, ახალი ინიციატივების მხარდაჭერის და ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის კონკურსი. საბუთების მიღება სამ ეტაპად განხორციელდება.

ასევე, შეხვედრაზე გაიმართა განათლების მიმართულებით „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც საბუთების მიღება მიმდინარეობს 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ!

9 თებერვალი 2015 წელი

2015 წლის 2-7 ივნისს ტარდება თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი.
საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის ფილმის წარდგენის ბოლო ვადაა 5 მაისი!

ონლაინ აპლიკაცია იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე:www.tbilisistudentfilmfestival.ge
სრულად

სახელოვნებო დაწესებულებების ევროპული ლიგა(ELIA) იწვევს სტუდენტებს

8 თებერვალი 2015 წელი

სახელოვნებო დაწესებულებების ევროპული ლიგა(ELIA) იწვევს დამამთავრებელი კურსის(ან მაქსიმუმ ერთი წლის კურსდამთავრებულებს) სტუდენტებს ელიას ყოველწლიურ მეშვიდე ფესტივალზე.
სრულად

9,4 მილიონი უმაღლეს სასწავლებლებს ბათუმში

18 იანვარი 2015 წელი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტები აჭარის ბიუჯეტიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში 9,4 მილიონი ლარით დაფინანსდება. უმაღლესი სასწავლებლების სუბსიდირება უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მოხდება.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031