ახალი ამბები

საახალწლო კარნავალი

23 დეკემბერი 2015 წელი

საახალწლო კარნავალზე მიიპატიჟეს სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის თანამშრომლები. საკარნავალო ტანსაცმელში გამოწყობილებმა "ჩამჭრელი" კითხვები დაუსვეს მოწვეულ სტუმრებს, იმღერეს, იცეკვეს და დამსწრეთ დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს.
სრულად

განცხადება

16 დეკემბერი 2015 წელი

საქართველოს მენეჯმენტის სკოლა, მასპინძლობის მენეჯმენტის განვითარების მიზნით მართავს სამუშაო შეხვედრას ლაურეატის ჯგუფის წარმომადგენლებთან 17 დეკემბერს 15-00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში. საქართვრლოს მენეჯმენტის სკოლის მისიაა აღზარდოს და განავითაროს პროფესიონალები, რომლებიც თვალსაჩინო წვლილს შეიტანენ ქვეყნის კერძო და საჯარო სექტორის განვითარებაში. სკოლა თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებთან.
სრულად

მწერალ გ. ოდიშარიას წიგნის წარდგენა

15 დეკემბერი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა მწერალ გ. ოდიშარიას ახალი წიგნის წარდგენა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის რექტორი.
სრულად

საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადა „ბათუმი“

14 დეკემბერი 2015 წელი

14 დეკემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში დაიწყო საქალაქო შემეცნებითი საკონკურსო ოლიმპიადა "ბათუმი"-ს ზამთრის სერია 2015, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ბათუმის 24 კერძო და საჯარო სკოლის 144 მოსწავლე.
ოლიმპიადა წარმოადგენს ლოგიკურ კითხვებზე აგებულ გუნდურ თამაშს, რომელიც ჩატარდება 3 ტურად: შესარჩევი ტური, ნახევარფინალი და ფინალი. დასკვნითი თამაში გაიმართება 24 დეკემბერს.
სამ საპრიზო ადგილზე გასული გუნდის ყველა მონაწილეს დააჯილდოვებს ხელოვნების უნივერსიტეტი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომისია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სხვა მხარდამჭერები.
ოლიმპიადის ორგანიზატორია სტუდენტური კლუბი "24".

სრულად

ნინო წულაია "ნიჭიერის" ნახევარფინალში

10 დეკემბერი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტი ნინო წულაია საქართველოს ტელევიზიის "რუსთავი 2"-ის პროექტ "ნიჭერი"-ის ნახევარფინალში მოხვდა და მეორე ადგილი მოიპოვა. უნივერსიტეტის რექტორატი ულოცავს ნინოს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ფინალში გამარჯვებას უსურვებს.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031