ახალი ამბები

შეხვედრა სტუდენტებთნ

17 თებერვალი 2016 წელი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების კულტურის ატაშე ბატონი დემიენ უომპლერი ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მან ისაუბრა გაცვლით პროგრამებზე. უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. შემდეგ ბატონი დ.უომპლერი შეხვდა და ესაუბრა უნივერსიტეტის რექტორს ე. მესხიას.
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ!

16 თებერვალი 2016 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს "სტუდენტთა დახმარების" ქვეპროგრამას.
სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.(იხ. ინფორმაცია სრულად.)
სრულად

თამარ ამაშუკელის საჯარო ლექცია

11 თებერვალი 2016 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნებათმცოდნის თამარ ამაშუკელის საჯარო ლექცია თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის მართვის პრობლემები“. ხელოვნებათმცოდნემ საქართველოში არსებული პრობლემები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე განიხილა.
სრულად

სპექტაკლის პრემიერა

1 თებერვალი 2016 წელი

"კუდიანის დღიურები" - ასე ჰქვია ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 31 იანვარს შედგა. თეატრის მცირე სცენაზე წელს ეს პირველი პრემიერაა, რომელშიც პროფესიონალი და დამწყები მსახიობები - ხელოვნების უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტები (ჯგუფის ხელმძღვანელი და სპექტაკლის რეჟისორი ასოცირებული პროფესორი ა. ენუქიძე) ერთად მონაწილეობდნენ. პრემიერას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ბერიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. სპექტაკლის ჩვენება 1, 6 და 7 თებერვალსაც გაიმართება.
სრულად

ფოტოკონკურსში გამარჯვებული

20 იანვარი 2016 წელი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით „ხინოდან ხიხანამდე“ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა რეჟისურის სპეციალობის I კურსის სტუდენტმა დარეჯან ღლონტმა. გამარჯვებულ კონკურსანტს სიგელთან ერთად საჩუქრად გადაეცა მობილური ტელეფონი და წიგნი „ფოტოგრაფიის პრაქტიკული კურსი“.

სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031