ახალი ამბები
აღინიშნა მუზეუმების საერთაშორისო დღე
23 მაისი 2016 წელი
21 მაისს აღინიშნა მუზეუმების საერთაშორისო დღე. ამ თარიღს საქართველო წელს პირველად შეუერთდა. მუზეუმის დღეების ფარგლებში აჭარაში მოქმედ მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმში მოეწყო ხელოვნების უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით კოსტუმირებული წარმოდგენა: „ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“. აღნიშნული პროექტი „თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის„ ფარგლებში განხორციელდა 2015 წელს.
სრულად
ინგა ბოცვაძის საიუბილეო საღამო
21 მაისი 2016 წელი
20 მაისს გაიმართა მუსიკის ფაკულტეტის პედაგოგის, ასისტენტ-პროფესორის ინგა ბოცვაძის საიუბილეო საღამო. იუბილარს მიესალმნენ კოლეგები და თბილისიდან ჩამოსული სტუმრები. უნივერსიტეტის რექტორმა ე. მესხიამ ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის გადასცა საპატიო სიგელი და და რექტორატის გადაწყვეტილებით ჯილდო - ერთი თვის ხელფასი. კონცერტში მონაწილეობდნენ მისი მოსწავლეები და კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას, როგორც სამუსიკო ხელოვნებაში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით.
სრულად
მუსიკალური კოლაბორაციები
20 მაისი 2016 წელი
მუსიკალური კოლაბორაციები - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ხორციელდება საზოგადოება არტ-ალტერნატივას და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის მიერ. პროექტის სპონსორია ქალაქ ბათუმის მერია. მუსიკის ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნილი საორკესტრო ჯგუფი 30 მაისს 19-00 საათზე გიწვევთ ზ. ფალიაშვილის სამუსიკო-სკოლა თერთმეტწლედის დარბაზში. შესრულებული იქნება ცნობილი საორკესტრო ნაწარმოებების ორიგინალური ვერსიები. ჯგუფის შემადგენლობაში არიან საორკესტრო სპეციალობის სტუდენტები. დირიჟორი - გიორგი აფრიამაშვილი.
სრულად
აკადემიური ხატვის სკოლა-სტუდია „ფერადი სამყაროს“ პრეზენტაცია
19 მაისი 2016 წელი
ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და აკადემიური ხატვის სკოლა-სტუდიას „ფერად სამყარო“ შორის, რომლის დირექტორია ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია გერსამია-ჯორბენაძე. სკოლა უკვე ერთი წელია რაც ფუნქციონირებს. სწავლება მიმდინარეობს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 4-დან 6 წლამდე; 6-დან 8 წლამდე; 10-დან 12 წლამდე. ფუნქციონირებს სამხატვრო სკოლა, სადაც სწავლება ოთხწლიანია. სკოლა-სტუდიაში ამჟამად 7 პედაგოგია, მათ შორის ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგები. ისწავლება ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია, ხელოვნების ისტორია.
სრულად
საჯარო ლექცია
18 მაისი 2016 წელი
16-17 მაისს, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის პროფესორის, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნების დოქტორის - ანა კლდიაშვილის საჯარო ლექციები თემაზე "ფორმის ანალიზი - ხელოვნების ნიმუშის კვლევის ქვაკუთხედი (ისტორიული ჭრილი და პრაქტიკა)."
სრულად