ახალი ამბები

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა

6 ივნისი 2016 წელი

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი დასაქმების მსურველ სტუდენტებს სთავაზობს თვისუფალი ვაკანსიების ჩამონათვალს. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხ. www.worknet.gov.ge; ელ.ფოსტა: tjgerenaia@ssa.gov.ge
სრულად

რექტორის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

27 მაისი 2016 წელი

ქ. ბათუმში ირანის გენერალური კონსულის ორგანიზებითა და გილანის უნივერსიტეტის (ქ. რაშტი) მიწვევით ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია 2016 წლის 22-27 მაისს საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები გილანის უნივერსიტეტის რექტორთან, ხელოვნების ფაკულტეტის, სპორტის ფაკულტეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ხელი მოეწერა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. რაშტის უნივერსიტეტის რექტორის თხოვნით პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე ე. მესხიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში“.
სრულად

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2016 წელი

ბათუმის ხელოვნების სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
სრულად

„მის სტუდენტი-2016“-ის გამარჯვებული

25 მაისი 2016 წელი

„მის სტუდენტი-2016“ გამარჯვებული გახდა ხელოვნების უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდეობის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი ქეთევან დუმბაძე. ვულოცავთ ქეთევანს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ! - „დასაქმების ფორუმი 2016 ბათუმი“

23 მაისი 2016 წელი

25 მაისს გაიმართება „დასაქმების ფორუმი 2016 ბათუმი“, „დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ ორგანიზებით. აღნიშნული პროექტი მოგცემთ დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას. თქვენ გეძლევათ შანსი, კომპანიებს წარუდგინოთ და გააცნოთ საკუთარი თავი, ინტერესები და შესაძლებლობები, დაგეგმოთ კარიერა წარმატებით. ფორუმი ჩატარდება მიმდინარე წლის 25 მაისი, 12:00 სთ. – 14:00 სთ-მდე. ღონისძიების ადგილი: „ჰილტონ ბათუმი“, რუსთაველის გამზ. 40. საკონტაქტო ინფორმაცია: 219 33 33(128) / 577 77 12 28
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031