ახალი ამბები

ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტის ტიმ უილიამსის საჯარო ლექციები

2018 წლის 10 და 11 აპრილს 11.00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში ტარდება ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტის ტიმ უილიამსის საჯარო ლექციები.
10 აპრილს ჩატარდება ლექცია: „ევროკავშირის როლი საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025-ის განვითარებაში“. ლექციის მიზანია აუდიტორიისათვის საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტის „კულტურის სტრატეგია 2025“-ის შემუშავებასა და განვითარებაში ევროკავშირის როლის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ტ. უილიამსმა პირადად მიიღო მონაწილეობა აღნიშნული დოკუმენტის შექმნაში.

11 აპრილს ჩატარდება ლექცია: „რა არის შემოქმედებითი ინდუსტრიები და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მან აჭარას“, რომლის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა.

საჯარო ლექციებს ატარებს კულტურის პოლიტიკის დარგში ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტი - ტიმ უილიამსი, რომელსაც გააჩნია კულტურისა და მედიის სექტორში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება, იგი წლების განმავლობაში იყო UNESCO-ს ბრიტანეთის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.


სრულად

2018 წლის 28 მარტს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ბექა ბოლქვაძემ ჩაატარა მასტეკლასი ფერწერაში.

სრულად

27 მარტი, 2018 წელი - გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელოვნების უნივერსიტეტსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას შორის.
სრულად

27 მარტი - თეატრის საერთაშორისო დღე

27 მარტს 14-00 საათზე თეატრის საერთაშორის დღის აღსანიშნავად ნაჩვენები იქნება შ. შამანაძის სპექტაკლი „ერთხელ მხოლოდ - ისიც ძილში“
სრულად

27 მარტი, 2018 წელი - წიგნის წარდგენა მუსიკის ფაკულტეტზე

​27 მარტს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში წიგნის „ზაქარია ფალიაშვილი. ცხოვრება და შემოქმედება“ პრეზენტაცია გაიმართა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031