ახალი ამბები
ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვოლფგანგ ვენგის ვიზიტი
10 ოქტომბერი 2013 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ბერლინის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვოლფგანგ ვენგი. როგორც სტუმარმა აღნიშნა, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი მრავალპროფილიანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტს გააჩნია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტები. ვოლფგანგ ვენგიმ შეხვედრები გამართა კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის, კინო და ტელერეჟისორის სპეციალობების სტუდენტებთან ფილმის გადაღების, კულტურული ტურიზმის მენენჯმენტისა და გაცვლითი პროგრამების თანამედროვე აქტუალურ პრობლემებზე. ვოლფგანგ ვენგიმ აღუთქვა სტუდენტებს, რომ კვლავ ეწვევა ხელოვნების უნივერსიტეტს და ჩაატარებს ლექციებს ეკოტურიზმისა და აგრარული ტურიზმის თემებზე.
სრულად
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!
7 ოქტომბერი 2013 წელი
2013 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირება ჩატრდება 17 ოქტომბერს 9:00 საათზე.
გამოცდის ჩატარების ადგილი და დრო მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელსაც აპლიკანტები რეგისტრაციის დროს მითითებულ მისამართზე მიიღებენ.
ბარათისა და პირადობის მოწმობის გარეშე აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.
სრულად
გამოცდის ჩატარების ადგილი და დრო მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელსაც აპლიკანტები რეგისტრაციის დროს მითითებულ მისამართზე მიიღებენ.
ბარათისა და პირადობის მოწმობის გარეშე აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.
რექტორის ვიზიტი ქ. ერბილში
7 ოქტომბერი 2013 წელი
2013 წლის 29 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ერაყის ქურთისტანის ხელოვანთა გაერთიანების მიწვევით უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია და მუსიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მ. ალაფიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქურთისტანის ქალაქ ერბილში.
სრულად
მასტერკლასი მშრალ თექაში
30 სექტემბერი 2013 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების სპეციალობის სტუდენტებისათვის თბილისის სამხატვრო აკადემიის დოქტორანტმა ანა ლაღიძემ ჩაატარა მასტერკლასი მშრალ თექაში. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი ხელით შეესრულებინათ კომპოზიციები.აღნიშნული მასტერკლასი ჩატარდა ქალაქ ბათუმის მერიის ხელოვანთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
სრულად
გეპატიჟებით კონცერტზე
27 სექტემბერი 2013 წელი
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, შაბათს 14-00 საათზე მოეწყობა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა ფოტოგამოფენა. 15-00 საათზე გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილების კონცერტი. პროგრამაშია ჩაიკოვსკის, შტრაუსის, შოპენის, ბელინის, ბახისა და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები. დასწრება თავისუფალია.