ახალი ამბები
მასტერკლასი
21 ნოემბერი 2014 წელი
20 ნოემბერს სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის სტუდენტებთან პროფესორმა ნინო ნიჟარაძემ ჩაატარა მასტერკლასი ფრთმცოდნეობაში - „გიორგობისთვე“
სრულად
უცხოელი დიპლომატის ფოტოგამოფენა
19 ნოემბერი 2014 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტში გაიხსნა თურქი ფოტოხელოვანის ერქუთ ონართის „მოგზაური დიპლომატის ობიექტივიდან“ ფოტოგამოფენა, რომელსაც დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მთავრობის, საჯარო და კერძო დაწესებულებების წარმომადგენლები. ფოტოგამოფენა მოეწყო ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით.
სრულად
BIAF-ის კინოსკოლა პროდიუსინგში
19 ნოემბერი 2014 წელი
ბიაფის კინოსკოლის ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროდიუსინგსა და ფილმის პროექტის მომზადებაში ტრენინგები მიმდინარეობს. პროექტის მიზანია სტუდენტები გაეცნონ მოკლემეტრაჟიანი ფილმის საპრეზენტაციო პროექტის შექმნას, საპროდიუსერო, მარკეტინგული გეგმის მომზადებას, მცირებიუჯეტიანი ფილმების წარმოების სპეციფიკას.
სრულად
სტუდენტთა საყურადღებოდ!
18 ნოემბერი 2014 წელი
მიმდინარე წლის 20 და 21 ნოემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდება პროფესორ ლ. ხეთაგურის საჯარო ლექციები თემაზე"შექსპირის შემოქმედება და ცხოვრება", "შექსპირი და თანამედროვე თეატრი". დასაწყისი 14-00 საათზე.
სრულად
არქიტექტურული კონურსის გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება
18 ნოემბერი 2014 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მარიამ მაკარაძე, დიანა ფარტენაძე და მათე თანდილავა არქიტექტურული კონურსის გამარჯვებულები არიან. მათი მიერ მომზადებული სოციალურის სახლის პროექტები ჟიურიმ 40 ნამუშევარს შორის გამოარჩია. კონკურსი შვეიცარიის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ბათუმის თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა, რომელშიც, საქართველოს გარდა, შვეიცარიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. პროექტის ავტორებმა გამარჯვებული სტუდენტები სიმბოლური საჩუქრებით და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. სტუდენტების მიერ შედგენილი არქიტექტურული პროქტებით ბათუმში სოციალური საცხოვრებელის აშენება იგეგმება.
სრულად