ახალი ამბები
იური მეჩითოვის მასტერკლასი
16 ოქტომბერი 2015 წელი
ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ჩაატარა მასტერკლასი ფოტოგრაფიის ხელოვნებაში. სტუდენტებს გააცნო საკუთარი შემოქმედება. ესაუბრა მის ახალ ფოტოპროექტზე - საქართველო ორ-ორ სურათად, უპასუხა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა შეკითხვებს.
სრულად
ქეთევან გოგოლაძე - 70
15 ოქტომბერი 2015 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორ-ემერიტუსს ქეთევან გოგოლაძეს 70 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რექტორატის სახელით იუბილარი დაჯილდოვდა საპატიო სიგელითა და გადაეცა ფულადი თანხა.
სრულად
შეხვედრა იური მეჩითოვთან
13 ოქტომბერი 2015 წელი
16 ოქტომბერს, 12:00 სათზე მოეწყობა შეხვედრა ცნობილ ქართველ ფოტოგრაფთან იური მეჩითოვთან. თანამედროვე ხელოვნების სივრცე და მეჩითოვი-დეისაძის სახელოსნო წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის იური მეჩითოვის ფოტოპროექტს - საქართველო ორ-ორ სურათად. აუდიტორია 51.
სრულად
გერმანელი მენეჯერი მუზეუმების მენეჯმენტზე სემინარებს ატარებს
12 ოქტომბერი 2015 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გერმანიის, ქალაქ კარლსრუეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მენეჯერი ოტმარ ბიომერი სამუზეუმო მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით სემინარებს ჩაატარებს. სემინარები 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სემინარებში მონაწილეობას მიიღებს რეგიონში არსებული სამუზეუმო სფეროს 25-მდე წარმომადგენელი. სემინარები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ - ფარგლებში დაფინანსდა.
სრულად
უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა ანიმატორ არტურ კლოზესთან
9 ოქტომბერი 2015 წელი
ანიმაციური ფილმების მე-7 საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტს გერმანიიდან სტუმრად ეწვია კომიქსებისა და ანიმაციური ფილმების ავტორი არტურ კლოზე. რექტორსა და საპატიო სტუმარს შორის გაიმართა საუბარი მომავალი თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თ. ბოლქვაძე.
სრულად