ახალი ამბები
რექტორის ვიზიტი ლატვიაში
19 აპრილი 2016 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი 12-19 აპრილს საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის რესპუბლიკაში, სადაც მონაწილეობა მიიღო რიგის ინფორმაციული სისტემების მართვის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში. ვიზიტის დროს გაიმართა შეხვედრები რიგის ინფორმაციული სისტემების მართვის უნივერსიტეტის და ლატვიის ხელოვნების აკადემიის რექტორებთან, რექტორების მოადგილეებთან, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან. საუბრები შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.
სრულად
გაიმართა გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია
16 აპრილი 2016 წელი
საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის - GPDC ორგანიზებით 16 აპრილს, ხელოვნების უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა, პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატმა, წინანდლის პრემიის ლაურეატმა გიორგი კეკელიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე "განათლების მნიშვნელობა".
სრულად
სტიპენდიები და სტაჟირება ამერიკასა და ევროპაში
გაცნობებთ, რომ 17 აპრილს თბილისში, ჩატარდება „განათლების საერთაშორისო გამოფენა - თბილისი 2016“. გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია ამერიკასა და ევროპაში სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები
სრულად
გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია
14 აპრილი 2016 წელი
16 აპრილს, ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე "განათლების მნიშვნელობა". საჯარო ლექცია გაიმართება საქართველის პროფესიული განვითარების ცენტრის/GPDC ორგანიზებით. ლექცია 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. დამატებთი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროფესიული განვითარების ცენტრის რეგიონული ოფისის მენეჯერს - ქეთევან დუმბაძე 599346634
სრულად
ქართული ენის დღეს მიეძღვნა
14 აპრილი 2016 წელი
ქართული ენის დღეს მიეძღვნა ლიტერატურულ-მუსიკალური კომოპოზიცია, რომელიც ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა აკაკი წერეთლის სამშობლოში სხვიტორში ჩაატარეს. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დაათვალიერეს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, შემდეგ, ჯგუფის ხელმძღვანელის, მეტყველების პედაგოგის, პროფესორ თამილა მეიშვილის ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა წაიკითხეს აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსები, შეასრულეს აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
სრულად