ახალი ამბები
ტრენინგი უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალისთვის
ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში დღეს დაიწყო და ხვალ გაგრძელდება ტრენინგი, რომელსაც „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის“ წარმომადგენლები ატარებენ. ტრენინგისმონაწილეები ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან აკრედიტაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ისაუბრებენ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალ სტანდარტზე, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, ასევე, სტუდენტთა შეფასების განახლებულ სისტემაზე. წლის ბოლოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს სააკრედიტაციო ვადა ეწურებათ, რისთვისაც მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაიწყო.
სრულად
9 მარტი 2018 წელი - ახალგაზრდა პროფესიონალი, რომელიც მუდამ ახლის ძიებაშია
სრულადერთობლივი საერთაშორისო კინოპროექტი „ბათუმის ერთი დღე“
მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაიწყო და 7 მარტს დასრულდა ერთობლივი საერთაშორისო კინოპროექტის „ბათუმის ერთი დღე“ პირველი ეტაპი. პროექტში ჩართული იყვნენ პოლონეთის ქალაქ ლოძის კინოსკოლის წარმომადგენლები ცნობილი კინოდოკუმენტალისტები პროფესორი მიროსლავ დემბინსკი, პროფესორი მიროსლავა დემბინსკა და მთავარი მენეჯერი ვიქტორია ოგნევა. თბილისის კინოსკოლას წარმოადგენდა კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ ლითანიშვილი და ამავე ფაკულტეტის პროფესორი, დავით ჯანელიძე, ხოლო ბათუმის კინოსკოლას, უივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ზაზა ხალვაში.
სრულად
7 მარტი 2018 წელი - პოლონური კინოს წარმომადგენელთა შეხვედრა რექტორთან
ერთობლივ საერთშორისო კინოპროექტში ჩართული პოლონეთის ქალაქ ლოძის კინოსკოლის წარმომადგენლები პროფესორი მიროსლავ დემბინსკი, პროფესორი მიროსლავა დემბინსკა და მთავარი მენეჯერი ვიქტორია ოგნევა პროექტის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორს ე. მესხიას შეხვდნენ.
სრულად
06 მარტი. 2018 წელი თურქეთის გენერალური კონსულის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში
ხელოვნების უნივერსიტეტს ქ. ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული ქალბატონი მაქბულე ქოჩაკი ეწვია.
სრულად
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |