ახალი ამბები

დავით რომანაძის გამოფენა

27 მაისი 2019 წელი

დღეს ხელოვნების უნივერსიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყო შენობა-ნაგებობათა არქიტექტურის სპეციალობის III კურსის სტუდენტის დავით რომანაძის ნამუშევრების გამოფენა ქანდაკებაში, ფერწერასა და გრაფიკაში. გამოფენას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.
სრულად

საერთაშორისო კვლევა - ევროსტუდენტი VII

სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაცია - სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს საერთაშორისო კვლევას - ევროსტუდენტი VII, რომელიც ეხება სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის და მათი ცხოვრების პირობების შესწავლას.
სრულად

2019 წლის 23 მაისს, გაფორმდა Erasmus+

რომლის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლები ტურიზმისა და რეკრეაციის, ასევე კულტურული ტურიზმის მიმართულებით.
სრულად

გამოფენა- საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში

27 მაისს 15:00 ხელოვნების უნივერსიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა შენობა-ნაგებობათა არქიტექტურის სპეციალობის III კურსის სტუდენტის დავით რომანაძის ნამუშევრების გამოფენა ქანდაკებაში, ფერწერასა და გრაფიკაში.
სრულად

„მოდა-ეს ვარ მე, ეს არის ჩემი ცხოვრება“ - შეხვედრა გოგა ნიქაბაძესთან.

2019 წლის 19 მაისს 13:00 საათზე უნივესიტეტის შემოქმედებითი პროექტებისა მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივით შედგა შევედრა უნივერსიტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულთან, ცნობილ დიზაინერთან გოგა ნიქაბაძესთან. ის სტუდენტებს ესაუბრა სტუდენტურ ცხოვრებაზე, სწავლის პროცესის მნიშვნელობაზე, ხედვის ჩამოყალიბებაზზე, თავისუფალ აზროვნებაზე, პედაგოგებთან ურთიერთობაზე, მათ დამსახურებაზე და სტუდენტობის შემდგომ შემოქმედებით ცხოვრებაზე.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031